შეცვალე მომავალი

შეცვალე მომავალი

11.10.2021

თბილისი, საქართველო - 11 ოქტომბერი 2021 წელი

შეცვალე მომავალი - დიდი სიხარულით გვსურს რომ გაცნობოთ ჩვენი ბრენდის CWORKS-ის პირველი გამოჩენა საქართველოს ბაზარზე.

CWORKS - ის ბრენდი ეფუძნება იდეას, რომ ნებისმიერი ბრენდის ავტომფლობელს მიაწოდოს ორიგინალის ექვივალენტი სათადარიგო ნაწილები და სხვა პრემიუმ პროდუქტები, რომელთა ხარისხი სერთიფიცირებულია Toyota Tsusho კორპორაციის მიერ.

Toyota Tsusho Corporation არის ერთ -ერთი უმსხვილესი კომპანია გლობალურ ინდუსტრიაში. მრავალწლიანი მუშაობის წყალობით, ავტომობილის კომპონენტების და ნაწილების მიწოდების სფეროში, კორპორაციას აქვს ყველა საჭირო რესურსი და უნიკალური პირობები, რათა უზრუნველყოს მაღალი ხარისხის სათადარიგო ნაწილებით ავტობაზრის მომარაგება.

Toyota Tsusho Corporation ფლობს 779 – მდე კომპანიას მთელს მსოფლიოში, ხოლო დამატებით 231 კომპანია მასთან არის აფილირებული. კორპორაციის ოფისები 90 ქვეყნის 150 -ზე მეტ ქალაქშია განთავსებული. Toyota Tsusho-ს სათავო ოფისი არის ტოკიოში და ნაგოიაში სადაც დასაქმებულია 3 404 ადამიანი, ხოლო დამატებით 64 402 დასაქმებულია შვილობილ კომპანიებში.

ერთ -ერთი მთავარი მაჩვენებელი, რომელიც ადასტურებს CWORKS– ის ხარისხს, არის საერთაშორისო სტანდარტის IATF 16949: 2016 შესაბამისობა CWORKS– ის წარმოებისათვის სერტიფიცირებულ ყველა ქარხანაში.

CWORKS-ის "3C" პრინციპი მნიშვნელოვანია ბრენდის საიმედოობაში: სერთიფიცირებული ნაწილები(Certified Parts), ჭკვიანური გადაწყვეტილება( Clever Choice) და პირველ რიგში მომხმარებელი(Customer First).

CWORKS პროდუქცია მოიცავს სხვადასხვა ავტომობილის მოდელს, ავტოსერვისის სფეროში ის გვთავაზობს ნაწილების ფართო არჩევანს, სწრაფ ლოგისტიკურ სისტემას რომ დააკმაყოფილოს მომხმარებელთა მოთხოვნები.

ძირითადი მიმართულებებია:

  • ავტონაწილები: 20 000-ზე მეტი ნაწილი, რომლებიც იწარმოება ორიგინალი ნაწილის(OEM) მწარმოებელი კომპანიის მიერ იგივე ხარისხის სტანდარტებით. მსოფლიოს 60 პოპულარული მოდელის 100%-იანი დაფარვა. CWORKS - ექვივალენტი ორიგინალი ნაწილის (OEM)
  • ზეთები და ლუბრიკანტები: ძრავის და გადაცემათა კოლოფის ზეთები იწარმოება მაღალტექნოლოგიურ ევროპულ ქარხანაში ბულგარეთში, ხოლო პრემიუმ ზეთები SUPERIA იწარმოება იაპონიაში. მათი ლაბორატორიბი საყოველთაოდ სერთიფიცირებულია საერთაშორისო სტანდარტებით ENISO/IEC17025:2006. ხარისხის სერთიფიკატები კი მსოფლიოს მაშტაბით აღიარებულია.
  • PPS (საღებავის დამცავი სპრეი): ეს არის კრისტალურად გამჭვირვალე, გამძლე და უსაფრთხო მეთოდი ავტომობილის საღებავის დასაცავად ნაკაწრების, კენჭების და ნამსხვრევებისგან. CWORKS PPS შემუშავებულია Ngenco (UK)-თან პარტნიორობის შედეგად.

შპს ავტომენიუ არის CWORKS-ის მიერ ავტორიზებული კომპანია წარმომადგენლობით საქართველოსა და აზერბაიჯანის ბაზარზე. ჩვენ პასუხისმგებლები ვართ CWORKS-ის ბრენდის ქსელის გავითარებაზე და ლოგისტიკაზე. ჩვენი მიზანია რომ გავხდეთ #1 კომპანია ბაზარზე, პრემიუმ ავტონაწილების, ლუბრიკანტების და საღებავის დამცავ სისტემებში. ჩვენი გამოცდილება ავტობიზნესში 20 წელზე მეტს ითვლის და ის ორიენტირებულია მომხმარებლების კმაყოფილებაზე. სიზუსტე + მზრუნველობა = ნდობა ეს არის მნიშვნელოვანი ელემენტი კომპანიის კლიენტთან ურთიერთობაში. ჩვენი მიზანია ძლიერი და გრძელვადიანი კოოპერაცია კლიენტებთა.

WEB:

Follow us:

"ექსკლუზიური იმპორტიორი/დისტრიბუტორი საქართველოსა და აზერბაიჯანში:
შპს ""ავტომენიუ""
თბილისი, გ.ლეონიძის #2
ს/კ: 404605487

საკონტაქტო პირი:
გურამ დგებუაძე
+(995) 599 506 165
[email protected]

 
 
 
I AGREE

Our website uses cookies for better user experience

By continuing to browse our website you agree to our use of cookies which helps us provide you with a good user experience on our website. We use Google Analytics for our own analytical purposes and it installs cookies for this purpose (delete GA cookies). More about cookies..